среда, 19 ноября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგზე.
ეს ტრენინგი ფასდაუდებელი რესურსი იქნება პროექტებზე მუშაობის დროს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვის.
 მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ნინო კაჟაშვილს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებული ტრენინგისათვის. 

понедельник, 17 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. დავასრულეთ პროექტის გეგმა. დეტალურად გავწერეთ სასწავლო პროცედურები, გავითვალისწინე დიფერენცირებული სწავლება და მოვნიშნე სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.
შევქმენით გუგლი ფორმებში გამოკითხვის ფორმა თავისი პასუხებით. ფორმის შედგენის დროს გამოვიყენეთ პასუხების სხვადასხვა ფორმა და პასუხების წარმოდგენის დიაგრამების ფორმა.
      ჩავსვით გამოკითხვა page-ში, gajet-ში.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად დააჭირეთ აქ

суббота, 15 ноября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ,რომ დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება. მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.
ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე.

четверг, 13 ноября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღემ საინტერესოდ ჩაიარა. შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა. youtube-დან ვიდეოს გადმოწერა და ბლობზე ატვირთვა. ბლოგის დიზაინში გაჯეტების დამატება: ვიზიტორები, საათი, გამოკითხვები.

понедельник, 10 ноября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღე მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით როგორ დავიცვათ გამოყენებული მასალის საავტორო უფლებები. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში. ვისწავლეთ ბლოგზე მისი გამოქვეყნება.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

суббота, 8 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გეგმაში შევავსეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესაბამისი გრაფა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიები. გავაანალიზეთ/შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების მიზნები და შევავსეთ პროექტის გეგმაშის შეფასების კრიტერიუმები. 

среда, 5 ноября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის მიმდინარე ტრენინგი.  გავეცანი, თუ როგორ უნდა შევადგინო თემატური, ზოგადი და მიმდინარე კითხვები. განვსაზღვრეთ პროექტის გეგმაში პროექტის შესაბამისი სტანდარტები და მიზნები. დასახული მიზნები შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას. ვიმუშავეთ Drive-ში. ვისწავლე მასალის ატვირტვა და მუშაობა, გაგზავნა/ბლოგზე ატვირთვა და ბმულის მიმაგრება ბლოგზე.

суббота, 1 ноября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ჩემთვის უფრო საინტერესო იყო, ვიდრე წინა ტრენინგი. პროექტის სავარაუდო გეგმა შევიმუშავეთ. ვისწავლე შაბლონის კეთება/გაფორმება გეგმის მიხედვით.   

четверг, 30 октября 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი, თუმცა განხილულ თემებს შორის იყო ისეთი საკითხებიც, რომლებიც ჩემთვის ნაცნობი იყო და ნაკლებად საინტერესო.